სიღნაღსა და საგარეჯოში ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა

სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა.
აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები გადამფრენ ფრინველზე სათანადო ლიცენზიის გარეშე ნადირობდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოებს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები