ზღვის დაბინძურების ფაქტზე გემი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბათუმის პორტის მე-7 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ჰიდრავლიკური ზეთის ზღვაში ჩაღვრა) კუკის კუნძულების დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი BERKAY N-ი დააკავეს.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა-2 მუხლის მე-7 ნაწილით).
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 48 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები