გურიაში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებლის ავტომანქანა დაწვეს

 გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ცენტრში მსუბუქი ავტომობილი ნივა დაწვეს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი „ქართული ოცნების“ ერთ- ერთ დამფუძნებელს ვასილ გობრონიძეს ეკუთვნის. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე ჩანიშნულია ექსპერტიზა, რათა დადგინდეს მიზეზი. ამასთან, უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 – ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები