ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაძე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდნარეობს, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხსასროლი იარაღითაა დაჭრილი.