ოქროყანაში მომხდარი მკვლელობა შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს

ორი დღის წინ ოქროყანაში დაჭრილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავას დაჭრისა და შს ყოფილი თანამშრომლის რევაზ კალომლეწავის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. დაჭრილი ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი გამოძიებას ნდობას უცხადებს და საქმეზე დანიშნული სხვადსხვა ექსპერტიზების დასრულებას ელოდება. პროკურატურამ პირველადი მოკვლევის შედეგად, ლევან გვაზავასა და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია გამორიცხა.
„ჩენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურას ჰქონდა საკმარისი საფუძველი გაევრცელებინა ასეთი განცხადება. ამ ეტაპზე ოჯახს არ აქვს საფუძველი უნდობლობა გამოუცხადოს პროკურატურას. ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით გამოძიებას და ველოდებით მის შედეგებს. საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა ექპერტიზები. ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“,-განაცხადა ადვოკატმა დარეჯან კილაშვილმა.
საქმეზე ძიება ამ დრომდე 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები