ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის მიმდებარედ 1,5მ3 რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.