ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დაიწყო

   მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ პონტას შეხვედრა დაიწყო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ პონტა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. რუმინეთის პრემიერი პონტა საქართველოს დღეს ეწვია. ვიქტორ პონტა შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან – დავით უსუფაშვილთან, ხვალ კი საქართველო-რუმინეთის მორაგბეთა თამაშს დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები