სამართალდამცველებმა სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“-ს განყოფილების უფროსი, დავით ღ დააკავა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა 6 000 ლარი. თანხის ნაწილის, 2 000 ლარის აღების შემდეგ ღვინიაშვილი დაკავებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები