კანდელაკის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, კანდელაკის ქუჩაძე გუშინ, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 30 წლის დ.უ-ს 3 ტყვია ესროლეს.
ახალგაზრდა მამაკაცი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. მას რესპუბლიკურ საავამდყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და ინტენსიური გამოკვლევა უტარდება.