„პირდაპირ ჩაცხრილეს სამი უდანაშაულო ახალგაზრდა“

      დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეთი საქმე გამომჟღავნდება და გაიხსნება -ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
„ყოველგვარი ზოგადსაკაცობრიო ნორმების დარღვევით მოხდა, ის რაც 2006 წლის იანვარში მათ სამგორის მეტროსთან გააკეთეს, როცა გამოძიების ინფორმაციით და მასალების თანახმად, პირდაპირ ჩაცხრილეს სამი ახალგაზრდა, რომლებსაც არ მიუძღვოდათ არანაირი დანაშაული. ასეთი საქმეები, სამწუხაროდ, ბევრია წარსულში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გამომჟღავნდება და ბევრი გაიხსნება “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები: ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები