„ღარიბაშვილის შეხვედრა ნატურალური იყო, სააკაშვილის – დადგმული“

   უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრემიერ-მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ღარიბაშვილი სტუდენტებს ყოველგვარი შერჩევის გარეშე შეხვდა, რაც მიხეილ სააკაშვილის დროს არ ხდებოდა. ლორთქიფანიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტის შეხვედრები ყოველთვის წინასწარ ინსცენირებული და გათამაშებული იყო.
„გუშინდელი შეხვედრა განსხვავდებოდა იმ შეხვედრებისგან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დროს ტარდებოდა და რომელიც წინასწარ ინსცენირებული და გათამაშებული იყო. ეს შეხვედრა იყო ნატურალური, სადაც დაისვა მწვავე შეკითხვები. თუმცა, რა პასუხები გაეცა, ეს კიდევ სხვა თემაა. პრემიერი ხისტი შეკითხვების წინაშე დადგა. სამწუხაროა, რომ არ აღმოჩნდა მზად – ყველა კითხვაზე შესაბამისი პასუხი გაეცა, თუმცა დარწმუნებული ვარ, თვითონვე მიუბრუნდება ამ საკითხებს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები