„არსებობს ის სიაც, ვინც აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გასვლას აპირებდა“

    არსებობს იმ პირთა სიაც, რომლებიც ეჭვის მაღალი ალბათობით აპირებდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას, – ამის შესახებ უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციას ასევე ფლობდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტი. „მე გახლდით რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრი, სადაც გარდა ღია რეჟიმისა, რომელსაც ექვემდებარებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა გამოკითხვა; ამავდროულად, მუშაობდა დახურული, საიდუმლო რეჟიმი, სადაც არსებობდა იმ პირთა სია, რომლებიც უშუალოდ გავიდნენ ქვეყნიდან. ასევე არსებობს იმ პირთა სიაც, რომლებიც ეჭვის მაღალი ალბათობით აპირებდნენ, რომ გასულიყვნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მათი გადაადგილების ტრაექტორია ჩვენთვის, კომისიისთვის ცნობილი გახლდათ სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციით. ამ ინფორმაციას ასევე ფლობდა საზღვრის დაცვის დეპარტამნეტი. უშუალოდ ბადრი ბიწაძის ხელთ არსებობდა ეს ინფორმაცია და სწორედ ამ უწყებიდან იღებდა საპარლამენტო კომისია შესაბამის მასალებს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ პირები, რომელებიც მათი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ომის დაწყებამდე, ძალიან ცოტა ხნით ადრე გავიდნენ ქვეყნიდან. ასეთი იყო ოლიმპიადის შემადგენლობა, რომლებშიც შედიოდნენ პარლამენტის წევრები და სპორტისა და კულტურის სხვა წარმომადგენლები“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები