საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) პირველი სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე კარლო ლ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები