ირაკლი სესიაშვილი: უკანონო მოსმენის არც ერთი ფაქტი არ დასტურდება
ხელისუფლებას აქვს მკაფიო პოლიტიკური ნება, არ გაგრძელდეს მოსმენები, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ უკანონო მოსმენის არც ერთი ფაქტი არ დასტურდება. „ბოლო პერიოდში, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, არც ერთი ფაქტი არ დასტურდება, როდესაც ხორციელდებოდა უკანონო მოსმენა. მეტიც, როცა წინა ხელისუფლება უკანონო მოსმენებს ახორციელებდა, მიმართავდა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. ხდებოდა ადამიანების დაშინება, შანტაჟი. ახლა კი ამის მსგავს ერთ ფაქტს ვერ დამისახელებთ, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, 27-28 მარტს საქართველოში ჩამოდიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც გააცნობენ პოლიტიკურ ფრაქციებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მოსმენებზე კონტროლი.