“2013 წლის არჩევნებს კონკურენციას მხოლოდ 1990 წელს ჩატარებული არჩევნები უწევს“

    ის, თუ როგორ არჩევნებს ატარებს ახალი ხელისუფლება, ამაზე სიტყვებზე მეტად უკეთესი დასტური 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საქმით დაამტკიცა, თუ როგორი არჩევნების ჩატარება სურს ხელისუფლებას.
“საპრეზიდენტო არჩევნები ყველას – დამკვირვებლების და ოპოზიციის მხრიდან საუკეთესო არჩევნებად შეფასდა ამ საუკუნეში. წინა საუკუნის არჩევნებს შორის მას 1990 წელს ჩატარებული არჩევნები უწევს კონკურენციას. ასე, რომ საქმემ დაადასტურა, როგორი არჩევნების ჩატარება შეუძლია და უნდა ხელისუფლებას. მომავალი ადგილობრივი არჩევნები იქნება კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯი წინ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები