საქალაქო სასამართლოში გია სოსანაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გია სოსანაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.
დაცვის მხარე გეგმავს, სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებები წარადგინოს, რომელიც ასახავს, თუ სად გადაადგილდებოდა ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს გია სოსანაშვილი.
დღევანდელ პროცესს ბრალდებულიც დაესწრება. მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები