იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ფაქტები გამოავლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, ქალაქ ზესტაფონში მოქალაქემ მოიპოვა 0.5ტ სილიკო-მანგანუმის ქერქული ნარჩენი,ასევე ჭიათურის რაიონ სოფელ რგანში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 2,5 ტ მანგანუმის ნედლი მადანი. დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები