თურქეთის მოქალაქე, ნავთობპროდუქტებით ზღვის დაბინძურების ფაქტისთვის, 65 ათასი ლარით დაჯარიმდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის, BERKAY N მიერ, ნავთობპროდუქტებით ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გემის კაპიტანს, თურქეთის მოქალქეს დაეკისრა ჯარიმა 65 ათასი ლარის ოდენობით.
„გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ დატოვებს”, – აცხადებენ უწყებაში.