"ეს შენ გეხება" – პრეზიდენტი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიაში – “ეს შენ გეხება” ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ავლაბრის რეზიდენციაში ხვდება. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით იმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტს მათი კამპანიის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ასევე გააცნობენ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმეტესობა ტელეფონით საიდუმლო ან პოლიტიკურ საკითხზე საუბარს ერიდება და კიდევ აქვს შიში, რომ შესაძლოა, უსმენდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობენ: ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, კახა კოჟორიძე, ქეთი ხუციშვილი, ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში, ლია მუხაშავრია.