სამართალდამცავები “ვითიბი” ბანკის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილ შეიარაღებულ პირს ეძებენ
“ვითიბი” ბანკის გორის ფილიალიდან შეიარაღებულმა თავდამსხმელმა უმნიშვნელო თანხა გაიტაცა, – ამის შესახებ „კვირას“ “ვითიბი” ბანკის პრესსამსახურის უფრსოსმა ნინო ბენდელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ნინო ბენდელიანის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
„ვითიბი” ბანკის გორის ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შემთხვევა დღის ბოლოს, სამუშაო საათების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. თავდასხმის შედეგად არც ბანკის თანამშრომელი და არც მომხმარებელი არ დაშავებულა. თანხა გაიტაცა, თუმცა უმნიშვნელო. ხვალ “ვითიბი” ბანკის გორის ფილიალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ბანკის თანამშრომლებიც. ამ ეტაპზე, ვერ ვაკონკრეტებთ, თუ რა ოდენობის თანხა გაიტაცა თავდამსხმელმა“, – აღნიშნა ნინო ბენდელიანმა .
შეგახსენებთ, რომ დღეს გორში ყაჩაღობა მოხდა. “ვითიბი” ბანკის გორის ფილიალს თავს დაესხნენ. თანხის გამტაცებლის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-179 -ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.