სპორტის სასახლესთან გასროლა მოხდა
თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა გასროლა მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.