“ვითიბი” ბანკის გორის ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ

დღეს გორში ყაჩაღობა მოხდა. “ვითიბი” ბანკის გორის ფილიალს თავს დაესხნენ.  ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-179 -ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„კვირა“ “ვითიბი” ბანკის სათაო ოფისსაც დაუკავშირდა, სადაც მომხდარს ადასტურებენ, თუმცა, ამ ეტაპზე  კომენტარისგან თავს იკავებენ.
ყაჩაღობასთან დაკავშირებით “ვითიბი” ბანკის პრესამსახურის უფროსი ნინო ბენდელიანი  განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები