სკოლებში სამოქალაქო განათლების კუთხით არსებული მდგომარეობა შეფასდება

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო USAID-ის მიერ დაგეგმილი ახალი პროგრამის „სამოქალაქო ინიციატივა“ შეფასების სისტემის გაცნობა სამინისტროსთვის.
შეხვედრაზე წარმოდგენილი სისტემის მიხედვით, მომავალში აღნიშნული პროგრამა და ზოგადად საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების კუთხით არსებული მდგომარეობა შეფასდება. შეხვედრის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო ახალი პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მოსალოდნელ თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
შეხვედრაში USAID-ის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ: USAID საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დანიელა რიფი, USAID საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე დევიდ სტოუნჰილი, USAID-ის ვაშინგტონის ოფისის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის ცენტრის შეფასების სპეციალისტი აარონ აბარნო, USAID საქართველოს სამოქალაქო განათლებისა და ეროვნულ უმცირესობათა პროგრამების მენეჯერი ნინო ბუაჩიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები