დავით კეზერაშვილი ახალ გაზეთს აფუძნებს?

სულ მალე ქართულ მედიაბაზარზე ახალი გაზეთი შემოვა. გამოცემას „საღამოს გაზეთი“ ერქმევა და ის გაყიდვაში 18 საათის შემდეგ გავა.
გავრცელებული ინფორმაციით, „საღამოს გაზეთის“ უკან გარკვეული ჰოლდინგური ბიზნესკომპანიები დგანან, მეორე ინფორმაციის თანახმად კი, გაზეთს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი უდგას უკან. „კვირა“ გაზეთის დამფუძნებელს, შპს „საღამოს გაზეთის“ ხელმძღვანელს ალეკო ჩუბინიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გაზეთის უკან ვინმეს ინტერესების არსებობა უარყო. „ეს ხმები ჩემამდეც მოვიდა, რაც ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, ჩვენი საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ ვებ-ვერდზე დავით კეზერაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ.
10002737_10202346829569798_1064970488_nმოგეხსენებათ, მედიასაშუალებისთვის ექსკლუზიური მასალის მოპოვება საკმაოდ ღირებულია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი სააგენტოც და მომავალში გაზეთიც, სწორედ ასეთ მასალებზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება გაზეთის უკან მდგომ ძალას, მის უკან მხოლოდ და მხოლოდ სარედაქციო კოლეგია დგას, ხოლო თავად გაზეთი, მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ბიზნეს თუ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან მხოლოდ კანონით განსაზღვრული სარეკლამო თანამშრომლობის ჩარჩოებში. გაზეთი საკმაოდ იაფი ეღირება, ის რეალიზაციაში საღამოს 18 საათის შემდეგ გავა და ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ ნიშას, „საღამოს გაზეთი“ ღირსეულად დაიკავებს“, – განაცხადა ალეკო ჩუბინიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები