სესიების გაცდენისთვის დეპუტატებს სანქციები დაეკისრებათ
საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს არასაპატიო მიზეზით გააცდენენ, სანქციები დაეკისრებათ. დეპუტატების წინააღმდეგ რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება, რომელიც ხელფასის 10 %-ით შემცირებას გულისხმობს.
საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. კომისიის წევრები დაადგენენ, რომელმა დეპუტატმა რამდენჯერ და რა მიზეზით გააცდინა სხდომა.
ასევე შედგება გაცდენების სტატისტიკაც, რომელიც ორ კვირაში ბიუროს სხდომაზე გადაიგზავნება. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ეკუთვნის.