როგორ გადანაწილდა კვოტები მმართველ კოალიციაში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების თანაფარდობა ცნობილია. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, 50 % პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ექნება, დანარჩენ 50 %-ს კი კოალიციაში შემავალი სხვა 5 პოლიტიკური ძალა – “რესპუბლიკელები”, “კონსერვატორები”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი და ” “მრეწველები” გაინაწილებენ.
“კოალიციის პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, 50 % პროპორციული სიის მიხედვით იქნება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ დასახელებული კანდიდატები, ხოლო დანარჩენ 50 %-ს გაინაწილებენ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები. ფაქტობრივად, ეს ის პრინციპია, რა პრინციპითაც ჩვენ წავედით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ასე, რომ რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
რაც შეეხებათ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ვიცე-სპიკერის განმარტებით, კანდიდატებს ის პარტია დააყენებს, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება.