„მადლობას ვუხდი ისრაელის ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯისათვის“
პრემიერ-მინისტრი მიესალმება ისრაელის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ შედგა სატელეფონო საუბარი ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. გიდეონ საარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ გადაწყვეტილება საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაჩქარებული წესით ამოქმედების შესახებ, დღეიდან ძალაშია. „მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და მადლობას ვუხდი ისრაელის ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯისათვის. ვულოცავ ქართველ და ებრაელ ხალხებს ამ მნიშვნელოვან სიახლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება შეუწყობს ხელს ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.