ისრაელთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა
ისრაელთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
„უკვე ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ისრაელის სახელმწიფოსთან, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში, ჯერ კიდევ ნოემბერში”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომის მსვლელობისას ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაურეკა და აცნობა, რომ მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ დაელოდონ პროცედურებს და ეს შეთანხმება ახლავე ამოქმედდეს.
“საქმე ეხება ჩვეულებრივ ორდინალურ პასპორტებს და 90 დღემდე ვიზიტს ისრაელში, რომელიც საქართველოს მოქალაქეს შეუძლია განახორიციელოს ვიზის გარეშე. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ისრაელში წავიდეს 90 დღით, მაგრამ ნოტიფიკაცია ამ საკითხის ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ისარაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის გაფიცული და მათ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებიათ”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.