ირაკლი ოქრუაშვილმა თანაგუნდელებთან დახურულ ფორმატში შეხვედრა გამართა

  “ქართული პარტიის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ შენობაში თანაგუნდელებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილმა თანაგუნდელებთან მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და მათი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია განიხილა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები