პრემიერი თბილისის მოუწესრიგებელ გზებს მერიის საბოტჟად აფასებს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას დედაქალაქის მერიის საბოტაჟად აფასებს – ამის  შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თბილისში მთელი წლის განმავლობაში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. პრემიერი ვარაუდობს, რომ დავით ნარმანიას, თბილისის მერად არჩევის შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება.
“მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიას თბილისის მერად ავირჩევთ, პირველი დავალება, რასაც მას თბილისელები მისცემენ, გზების დაუყოვნებლივ შეკეთების დაწყება იქნება. როგორც გავიგე, მთელი წლის განმავლობაში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. ეს, ალბათ შეგნებულად ხდება. სამწუხაროა, რომ მთელი წლის განმავლობაში თბილისის მერია ამას არ აკეთებდა, რაც პირდაპირ საბოტაჟია. ეს დღესაც გრძელდება, ასე, რომ, ბატონო დავით, ბევრი საქმე გექნებათ“, – მიმართა პრემიერმა დავით ნარმანიას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები