პრემიერი სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხით დაინტერესდება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხით დაინტერესედება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ერთ-ერთმა დოქტორანტმა პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, 1500 დოქტორანტიდან ნახევარს სტატუსი აქვს შეჩერებული.
“თუ სტუდენტმა საკუთარი სურვილით შეიჩერა სტატუსი, ამაში სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? მაგრამ, თუ სტუდენტი გადაუხდელობის გამო იძულებული გახდა შეეჩერებინა სტატუსი, ეს სხვა ამბავია. ამას მე აუცილებლად მოვიკითხავ. მე დავავალებ განათლების მინისტრს, რომ სასწრაფოდ გამოიკვლიოს ეს ვითარება და გადავწყვეტთ ამ საკითხს. თუ ვინმეს გადაუხდელობის გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, მე ამას მოვაგვარებ, მაგრამ თუ საკუთარი ნებით აქვს შეჩერებული ვინმეს, მე მას ვერ დავაძალებ, რომ სტატუსი გაიგრძელოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები