“პრეზიდენტი ობამა სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს“

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ დაგვეხმარებიან ყველა მიმართულებით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს დაპირება მოიცავს დახმარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან დაწყებული, ეკონომიკური დახმარებით დამთავრებული. „მინდა, გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები და ის დამოკიდებულება, რომელიც მე იქ დავინახე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ამერიკელმა კოლეგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოგვიწყვეს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხაზგასმით გამოხატავდნენ პატივისცემას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დელეგაციის მიმართ. იცით, რომ შევხვდით თითქმის ყველა გავლენიან პოლიტიკოსს და პრეზიდენტ ობამას. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი ობამა სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს. ამ ვიზიტისას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის სრული ნდობაც შეიძლება ჰქონდეთ, ჩვენს ქვეყანას ისინი უყურებენ როგორც საიმედო პარტნიორსა და ერთგულ მეგობარს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ დაგვეხმარებიან ყველა მიმართულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობით დაწყებული, ეკონომიკური დახმარებით დამთავრებული, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,-განახადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები