„ჩვენს თაობას, წილად გვერგო ბედნიერება, ვიცხოვროთ ევროპულ, სახელმწიფოში“
ჩვენს თაობას, მეც თქვენს თაობას მივაკუთვნებ თავს, წილად გვერგო ბედნიერება, ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სულ რამდენიმე თვეში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულებას და ამის შემდეგ საბოლოოდ გაიხსნება კარი ევროპისკენ. „ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ, რომ ამით ვინმეს წინაშე თავს ვიწონებთ, არამედ იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის ბუნებრივად მიილტვოდა ევროპისკენ – ეს არჩევანი ჩვენს ხალხს დიდი ხანია გაკეთებული აქვს. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს ევროპასთან – ჩვენი კულტურა, ღირებულებები. ევროპისკენ მიისწრაფოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, თაობები ოცნებობდნენ ამაზე. ახლა კი ძალიან ახლოს ვართ ამ ოცნების ასრულებასთან და ჩვენს თაობას, მეც თქვენს თაობას მივაკუთვნებ თავს, წილად გვერგო ბედნიერება, ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. სულ რამდენიმე თვეში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულებას და ჩვენ საბოლოოდ გაგვეხსნება კარი ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. იცით, რომ ამ საქმეში მთელი ევროპა და დემოკრატიული სამყარო გვერდში გვიდგას, გვეხმარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.