„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას და პატივს ვცემთ მათ არჩევანს“

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ პროცესებს შეეხო. პრემიერის განცხადებით, ის განიცდის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ღარიბაშვილის თქმით, მართლაც, სამწუხაროა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო კონსტუქციული პოლიტიკის წარმოება რუსეთთან და ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ამერიკაშიც და ევროპაშიც, ყველამ ერთხმად მოიწონა ხელისუფლების მიერ წარმოებული კონსტუქციული პოლიტიკა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი. “ჩვენ,, მართლაც ძალიან შეწუხებული ვართ იმით, რაც დღეს უკრაინაში ხდება. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, უკრაინელი ხალხი კი ჩვენი მეგობარი ხალხია და მართლა, მე პირადად განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას და პატივს ვცემთ მათ არჩევანს, ააშენონ ვეროპული, დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა და ჩვენ ვგმობთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნებისმიერ ხელყოფას. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია, მეგობარი ქვეყნის პოზიცია”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ის არ აპირებს, ვინმეს გაეჯიბროს რადიკალური განცხადებების გაკეთებაში. “ჩვენ უნდა გვქონდეს პრაგმატული, გონივრული და, ამავდროულად, მტკიცე დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები