შალვა ფიფია პოლონეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია პოლონეთის ელჩს საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა. სოფლის მეურნებობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითრების მთავარ პრიორიტეტბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული პროგრამები დარგის მაქსიმალურად სწრაფად განვითრებაზეა ორიენტირებული. პოლონეთის ელჩმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და პოლონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას რეალური პერსპექტივა აქვს. „პოლონეთში სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა კარგადაა განვითარებული. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. თქვენი ქვეყანა მიმზიდველია ინვესტორებისთვის და ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა შედგება“, – განაცხადა ანჟეი ჩიეშკოვსკიმ. ელჩმა შალვა ფიფიას პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ოფიციალური მოწვევა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მე-6 საერთაშორისო გამოფენაზე პირადად გადასცა. აღნიშნული გამოფენა 11-13 აპრილს, პოლონეთში, კილცეში გაიმართება. შეხვედრაზე ითქვა, რომ აპრილში დაგეგმილია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროშიც, საკითხები იქნება განხილული.