"მეცხრე არხის" ყოფილი თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

   ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ყოფილი თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ყოფილმა თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ არხის ეთერში დაბრუნება სურთ. “კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ბატონო ბიძინა, მოგმართავთ “მეცხრე არხის” თანამშრომელთა სახელით. შესაძლოა ახლა გვიანია ამაზე საუბარი, მაგრამ ამ წერილს გწერთ იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც თქვენ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ არ იცით, “მეცხრე არხს” რა უყოთ. გვინდა გითხრათ: ჩვენი გუნდი, რომელიც საკუთარ საქმეს მაღალპროფესიული სტანდარტით და ერთგულად ემსახურებოდა “მეცხრე არხზე” მუშაობისას, 2013 წლის სექტემბრიდან უამრავი ახალი პროექტის გაშვებას გეგმავდა, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, განუხორციელებელი დარჩა. ცხადია, იყო შეცდომებიც, რასაც ჰქონდა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, თუმცა არაერთი ექსპერტისა და მაყურებლის აზრით, მაუწყებლობის შეწყვეტამდე ტელეკომპანია ხელმძღვანელობდა ჟურნალისტიკის ეთიკური სტანდარტების განუხრელი დაცვით და გამოირჩეოდა მიუკერძოებლობით სხვადასხვა სენსიტიური, თუ პოლიტიკური მოვლენების გაშუქებისას. პროფესიულ სტანდარტთან ერთად ამას განაპირობებდა თქვენი, როგორც ქვეყნის პრემიერის, კეთილი ნება – არავინ ჩარეულიყო “მეცხრე არხის” საინფორმაციო პოლიტიკაში. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან არსებული სრული მედიაკონტროლის პირობებში “მეცხრე არხი” საქართველოში მსხვილი, დამოუკიდებელი მედიასაშუალების არსებობის პრეცედენტად იქცა. თქვენი სურვილით და ძალისხმევით, ჩვენ მოგვეცა საშუალება გვემუშავა “მეცხრე არხის” სახით, მართლაც, დამოუკიდებელ მედიაკომპანიაში, სწორედ ამიტომ გიხდით მადლობას. ბატონო ბიძინა, ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ტელეკომპანიის აქტივობას, ჩვენდა სამწუხაროდ, ეჭვის თვალით უყურებდა, თქვენამდე მოჰქონდა ინფორმაცია “მეცხრე არხის” დაბალი რეიტინგისა და არაპროფესიონალი ჟურნალისტებით დაკომპლექტების შესახებ, რადგან სწორედ ჩვენს ტელევიზიაში მუშაობდნენ ისეთი ჟურნალისტებიც, რომლებიც ევროპისა და ამერიკის წამყვანი მედიასაშუალებებიდან გადმოვიდნენ და განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული. თუმცა, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევდა “მეცხრე არხს” სხვა ტელეკომპანიებისგან, იყო მისი თანამშრომლების გუნდურობა და საერთო საქმის ერთგულება. ჩვენი გუნდი სწორედაც რომ არათანაბარ პირობებში იყო სხვა მაუწყებლებთან მიმართებაში და მუდმივად ექმნებოდა როგორც ძველი მთავრობის მხრიდან ხიფათი, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან. მეორეც, დახურვამდე სულ 1 კვირით ადრე დავიწყეთ მაუწყებლობა საქართველოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, სხვა მრავალწლიან მაუწყებლებთან მიმართებაში, რეიტინგი, რაც “მეცხრე არხმა” ერთწლიანი არსებობის პირობებში მოიპოვა, ვფიქრობთ, აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკური იყო. ბატონო ბიძინა, რადგან ნახევარი წლის შემდგომაც “მეცხრე არხი” კვლავ აქტუალურია და საზოგადოებაშიც არის მოლოდინი, რომ ტელეკომპანია დაუბრუნდეს ეთერს, აუცილებლად მიგვაჩნია თქვენი შეხვედრა ჩვენს საორგანიზაციო ჯგუფთან, რომელიც “მეცხრე არხის” თანამშრომლების სახელით გაგაცნობთ ჩვენს პოზიციასა და სურვილს. ვფიქრობთ, ქართულ სინამდვილესა და სატელევიზიო სივრცეში “მეცხრე არხი” იქნება ის დამოუკიდებელი ფლაგმანი, რომელიც სამოქალაქო სექტორს და დემოკრატიულ პროცეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები