თენგიზ გუნავა ზუგდიდის გამგებლის თანამდებობისთვის ბრძოლას აპირებს
პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში თენგიზ გუნავა ზუგდიდის გამგებლის თანამდებობისთვის იბრძოლებს. როგორც „კვირას“გუნავამ განუცხადა, იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი კანდიდატი იქნება ზუგდიდის რაიონში, თვითმართველობის არჩევნებში. თუმცა მანამდე პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. „ამ ეტაპზე უცნობია, ვის დაუპირისპირდები პრაიმერში.
მიმდინარეობს შიდა პარტიული კონსულტაციები“, – აღნიშნა თენგიზ გუნავამ. SMO.GE-ს ინფორმაციით, ზუგდიდის მერობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი თემურ ბასილაია იბრძოლებს. რაც შეეხება პარტიულ სიებს, რაიონის მაშტაბით საკრებულოს გამსვლელი სიის პირველ ნომრად საკრებულოს წევრი გელა თოლორაია დასახელდება, ხოლო ქალაქის საკრებულოს გამსვლელი სიის პირველ ნომრად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ლევან კონჯარია სახელდება.