მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

   პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და მთავრობის საპარლამენტო მდივანი დაესწრო. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ–ეკონომიკურ თემებზე, განიხილეს მთავრობის მხრიდან საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტები, იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები