საქართველოს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
14-15 მარტს საქართველოს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ეწვევა.
ოფიციალური ინფორმაციით, რუმინეთის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით შედგება. ვიზიტის ფარგლებში რუმინელ სტუმარს ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ პირისპირ, შემდეგ კი მთავრობის წევრებთან ერთად შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ამასთან, 15 მარტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები რაგბში საქართველო-რუმინეთის თამაშს დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ პონტა შეხვედრებს გამართავს ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა. გარდა ამისა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თბილისსა და მცხეთაში ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებს.