საქართველოს პარლამენტის მიმართვა ნატოსა და ევროკავშირს

  საქართველოს პარლამენტმა მის მიერ მიღებული რეზოლუციით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დააჩქარონ, – ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი რუსულ გამოცემა “კომერსანტში” გამოქვეყნებული მასალას და ყურადღება უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე გაამახვილა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი რჩება იმ პრინციპებისა და პათოსის ერთგული, რაც რეზოლუციაში გამოხატა.
„ეს არის არა მხოლოდ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არამედ არის მიმართვა, მოწოდება და თხოვნა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისადმი, რათა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია შეწყდეს, კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად და არა შეიარაღებული გზით, დახმარება გაეწიოს უკრაინელ ხალხს და მიღწეული იქნას საქართველოს დეოკუპაცია. ასევე ჩვენ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ ჩავწერეთ, რომ მივმართავთ ევროკავშირს, ნატოს, დააჩქარონ ამ ორგანიზაციებში იმ სახელმწიფოთა ინტეგრაცია, რომლებიც საამისოდ მზად არიან. იქვე ჩავწერეთ, რომ ეს დაჩქარება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საფრთხეები იზრდება იმ ქვეყნების მიმართ, ვინც მზად არის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების მხრივ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. თუ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევა, თბილისისთვის ნატოს პერსპექტივა გააქტიურდება, ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალება „კომერსანტი“ წერს. მედიის ინფორმაციით, საქართველოს შესაძლოა სექტემბერში ნატოს წევრობის წინა განსახორციელებელი გეგმა გადასცენ,- ამის შესახებ გამოცემას აშშ-ის დეპარტამენტიდან სანდო წყარომ აცნობა. მათივე თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინის კრიზისზე იქნება დამოკიდებული.
როგორც რუსული გამოცემა აღნიშნავს, თუ 16 მარტის რეფერენდუმის შედეგად ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანდება, დიდ ბრიტანეთში, სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები