ზვიად სიჭინავა: ფეხბურთის ფედერაცია 18:00 საათზე გააკეთებს განცხადებას, თუ როგორ გაგრძელდება ბილეთების გაყიდვა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის ტემპით უკმაყოფილოა. როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის ფედერაცია დღეს, 18:00 საათზე გააკეთებს განცხადებას, თუ როგორ გაგრძელდება ბილეთების გაყიდვა.
“გაყიდულია 2 300 ბილეთი. ეს ძალიან ცუდი ტემპია. ამიტომ ჩვენ ალბათ, 18:00 საათისთვის ვიტყვით, როგორ გაგრძელდება ამ ბილეთების გაყიდვა და როდის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავყიდოთ ბოლომდე, მაგრამ ღამე ხალხს ვერ გავაწამებთ”, – განაცხადა სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები