ვაკის პარკში გულშემატკივართა ნაწილი პოლიციის მიერ მოწყობილი ჯებირის გარღვევას შეეცადა

ვაკის პარკში გულშემატკივართა ნაწილი პოლიციის მიერ მოწყობილი ჯებირის გარღვევას შეეცადა. რიგში მდგომ პირთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბილეთების გაყიდვა ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ბილეთების შეძენის მსურველთა ნაწილი შეეცადა პოლიციის მიერ მოწყობილი სპეციალური უსაფრთხოების ჯებირის გადალახვას, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. გულშემატკივართა ნაწილი მოითხოვს, გაუქმდეს ის 50 კაციანი ე.წ. სიები, რომლის მიხედვითაც ბილეთების მყიდველთა რიგი რეგულირდება.
სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ვაკის პარკში 09.00 საათზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები