ამ დროისთვის სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 000-მდე ბილეთია გაყიდული
მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებთან ბილეთები სწრაფი ტემპით იყიდება და ამ დროისათვის, UEFA-ს სუპერთასის მატჩზე დასაწრები 2 000-მდე ბილეთია გაყიდული.
თითოეული მყიდველისთვის, დაახლოებით, 2 წუთამდეა საჭირო, ბილეთის შესაძენად. მყიდველებს 12 სალარო ემსახურება.
ბილეთების გაყიდვის პროცესს კი, სამკაციანი კომისია აკვირდება. კომისიის შემადგენლობაში შედიან: თბილისის მერიის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ბილეთების გაყიდვა დღეს 21:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა, ფეხბურთის ფედრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალაროების მუშაობა კიდევ რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს. ბილეთების გაყიდვა დღეს 09:00 საათიდან დაიწყო. სულ 22 089 ბილეთია გასაყიდი.