სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს 09:00 საათიდან დაიწყო.
რიგში მდგომი პირველი 50 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა ფეხბურთის ფედერაციის მიერ შედგენილი მარშრუტი ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალარომდე უკვე გაიარა. აღნიშნული ტერიტორია სპეციალური ჯებირებით არის შემოსაზღვრული, რათა ვერავინ შეძლოს ურიგოდ ბილეთების ყიდვა.
“ერთი თხოვნა მაქვს გულშემატკივრებთან – აქტიურად იყიდონ ბილეთები. არ შექმნან საცობები. მოლარე 12 საათიანი გრაფიკით მუშაობს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დავამატოთ რამდენიმე საათი”, – აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. გასაყიდია სულ 22 089 ბილეთი. ვაკის პარკისა და მიხეილ მესხის სახელობისსტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები