საკრებულოში მუნიციპალური სათათბირო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერის ფლიგელში მუნიციპალური საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მერის მოადგილეები და კოალიცია “ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალური საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხები განიხილეს.