ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყეს
უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველთა რიგის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყეს.
შს სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილზე მომუშავე ბრიგადები რკინის ჯებირებით გადაკეტავენ ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელს, ბილეთების შეძენის მსურველებს კი ვაკის პარკში შესვლა ე.წ. გვერითა შესასვლელიდან შეეძლებათ.
ისინი სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეძლებენ ბილეთების შეძენის მსურველთა რიგში ჩადგომას.