ეკა ზღულაძე უკრაინის პოლიციის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად მზად არ არის
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ის არ არის მზად, დათანხმდეს პრეზიდენტ პოროშენკოს შეთავაზებას პოლიციის უფროსის პოსტის დაკავების შესახებ. ამის თაობაზე „112 უკრაინა“ იუწყება.
როგორც ზღულაძე ამბობს, მას მეტი კანდიდატურის ნახვა სურდა ამ თანამდებობის დასაკავებლად. „დარწმუნებული ვარ, რომ არიან ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უკრაინისთვის ბევრად მეტი გააკეთეს, ვიდრე მე აქამდე მოვახერხე“, – განაცხადა ზღულაძემ.
მანამდე პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკვე ერთი თვეა ცდილობს, დაარწმუნოს ეკა ზღულაძე ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს.