ბათუმის ქორწინების სახლმა მუშაობა განაახლა

ბათუმში სრულიად განახლებულმა ქორწინების სახლმა მუშაობა განაახლა. რეაბილიტირებული შენობა ქორწინების მსურველებს ტრადიციულად მაღალი ხარისხით მოემსახურება. ქორწინების სახლი კვლავ ელის როგორც ადგილობრივ, ისე საზაფხულო სეზონზე ბათუმში დასასვენებლად მყოფ წყვილებს.
შენობაში სახურავის, გათბობა-გაგრილებისა და წყალსაწვეთი სისტემების, ასევე ელექტრო კარების, შენობისა და აუზის განათების სისტემების, ელექტროუსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოები განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმში მომხდარი წყალდიდობის გამო მწყობრიდან გამოვიდა შენობის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, შენობაში სხვა სარემონტო სამუშაოების აუცილებლობაც არსებობდა. ყველა სამუშაო ამ დროისთვის დასრულებულია და ქორწინების სახლი მსურველებს უკვე ემსახურება.
ბათუმის ქორწინების სახლი მუშაობს ყოველ დღე 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, სამშაბათისა და ოთხშაბათის გარდა, მოქალაქეების მიღების საათები კი 09:30-დან 17:00.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები