თბილისის ზოოპარკს ამერიკის საზღვაო ქვეითები ესტუმრნენ

თბილისის ზოოპარკს ამერიკის საზღვაო ქვეითები ჯეისონ სტენდერთან ერთად და ამერიკული საკონსულტაციო ორგანიზაციის, “Booz Allen Hamilton”-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად, დილიდან მარტორქისა და ირმის ვოლიერების მოწესრიგება დაიწყეს.
მარტორქის ზამთრის ვოლიერამდე მისვლა თითქმის შეუძლებელი იყო, ირმის ვოლიერი კი წყალდიდობის დროს მოტანილი შლამით იყო სავსე.
სტუმრებმა მუშაობის შემდეგ ზოოპარკი დაათვალიერეს, ჰიპოპოტამი, ლემურები და სპილოები გამოკვებეს, სემუელის სილამაზით კი აღფრთოვანდნენ. სტუმრებმა ვოლიერებიც დაასუფთავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები