საკრებულოში სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე იმსჯელეს

თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის სათათბიროს რიგით მე-6 შეხვედრას დაესწრნენ, რომელზეც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხები განიხილეს.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილეები და საკრებულოში კოალიცია “ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიების წარმომადგენლები.

,,საკრებულოს უმრავლესობას გავაცანით ინფორმაცია სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების შესახებ. ასევე, ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებსა და ზაფხულის განმავლობაში განსახორცილებელ პროექტებსა და გეგმებზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები